1. პრობლემა: გარემოს დაბინძურება პოლიმერული მასალების ნარჩენებით
2. პროექტის მთავარი იდეა: ეკოგარემოს გაწმენდა პოლიმერული მასალის ნარჩენებისგან
3. პროექტის აქტუალობა: პოლიეთილენის პარკები და პლასტმასის ნივთები XXI საუკუნის მთავარი პრობლემა გახდა. საყოფაცხოვრებო ნაგავი თანდათან იშლება დიდი ხნის განმავლობაში. მაგ.: პოლიეთილენის პარკს 10-12 წელი სჭირდება, პლასტმასის ჭურჭელი კი პრაქტიკულად არ იშლება
4. პროექტის მიზანი: ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს კანონი- წყლების, საჰაერო სივრცის და კონტინენტური რელიეფის შესახებ. კანონის მიზანია უზრუნველყოს სახელმწიფოს მიერ გარემოს დაცვა და რაციონალური ბუნებათსარგებლობა, საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიური ინტერესების შესაბამისად ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით უსაფრთხო გარემოს შექმნა
5. მონაწილეთა ასაკი: 16-17 წლის
6. ვადები/ხანგრძლივობა: 5/04-10/04. 2011 წელი (6 დღე)
7. მოსალოდნელი შედეგები: პროექტის შედეგი შეიძლება იყოს თვითნაკეთი ბროშურა, სტატია, ვიდეოკოლაჟი, კედლის გაზეთი სასკოლო კონფერენციისათვის, რომელზეც მოწვეული იქნებიან გარემოს დაცვის ექსპერტები
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: შევეცდებით საზოგადოებას მივაწოდოთ სათანადო ინფორმაცია ფოტოებით, ვიდეომასალებით, ინტერნეტის საშუალებით. შევქმნით ჯგუფს, რომელიც გამოუშვებს ხელით ნაკეთ ბუკლეტებს
9. პროექტის მსვლელობა: ავიღებთ ინტერვიუებს კომპეტენტური პირებისგან და გავაანალიზებთ მათ. მოვიძიებთ,შევაგროვებთ ინფორმაციას, ჩვენს საცხოვრებელ გარემოში რამდენად არის დაბინძურებული გარემო. ამასთან დაკავშირებით შევქმნით ბუკლეტებს, ვიდეომასალას და გავავრცელებთ
10 .საგნებთან კავშირი: ფიზიკა,ქიმია,გეოგრაფია
11. პროექტის ხელმძღვანელი: მარი სულხანიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: sulkhanishvilimari@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.asuretissajaroskola.blogspot.com